Posts

დღევანდელი ტრენინგი ჩვეულებრივ საქმიანი იყო, შევისწავლე თუ როგორ უნდა შევუწყო ხელი რომ მოსწავლეები გახდნენ თვითრეგურილებულები. აგრეთვე   გავიგე რომ აუცილებელია მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება.
17. 09 .2017 ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი ტრენინგი. გავეცანი თუ რა მთავარი ინსტრუმენტი შეიძლება გამოვიყენოთ და რა მოთხოვნილება წავუყენოტ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციას. გავეცანი მოსწავლის ცოდნის დემონსტრირების სხვადასხვა სახეებს.
დღევანდელ ტრენინგზე ვისწავლეთ როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების პროცესში. რის მიხედვით შევაფასოთ მოსწავლის ნაშრომი, როგორ დავგეგმოთ შეფასება,და შეფასების რომელი ფორმა აფასებს მაღალ სააზროვნო უნარებს.
16.09.2017 დღეს გავეცანით ჩვენი მეწყვილეების ნამუშევრებს . ერთმანეთს მივეცით შესაბამისი უკუკავშირი. ვისაუბრეთ საავტორო უფლებების შესახებ. გავიგეთ, რომ პროექტში გამოყენებული ლიტერატურა შეიძლება მივუთითოთ სხვადასხვა ფორმატით. ბოლოს მივიღეთ საჭირო რეკომენდაციები საშინაო დავალების შესასრულებლად.
დღევანდელი ტრენინგი საქმიანი და საინტერესო იყო, გავეცანით შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს. რომლებიც დაგვეხმარება და გაგვიადვილებს პროექტზე მუშაობას.
დღევანდელი ტრენინგი საინტერესო იყო. ვისწავლეთ, რომ პროექტისათვის მნიშვნელოვანია თემატური , შინაარსობრივი და ზოგადი კითხვები. გამოვიყენებ ამ სახის კითხვებს, რათა პროექტი სრულყოფილი იყოს.
დიდი იმედით მოვედი ინტელის ტრენინგზე.მიღებულ ცოდნას მივიტან მოსწავლეებთან და კიდევ უფრო გავუღრმავებ მათ ცოდნის დონეს .ტრენერი დიდი მონდომებით მუშაობს და ცდილობს არაფერი დაგვრჩეს გაუგებარი.